top of page

ცვლილება ნასამართლეობის ისტორიის ცნობის მისაღებად!

Updated: Sep 27, 2023


გაქარწყლებული ან/და მოხსნილი ნასამართლობის შესახებ ცნობა"

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტი 2023 წლის 25 სექტემბერიდან აღარ გასცემს "სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებული ცნობას“ რომელიც გათვალისწინებული იყო აშშ-ს საკონსულოში საემიგრაციო, ან მწვანე ბარათის გათამაშებაში მოგებულთა საქმეში წარსადგენ დოკუმენტად.

საბუთის დასამზადებლად მნიშვნელოვანია მიმართოთ შსს-ს მომსახურების სააგენტოს.


დოკუმენტის დასახელება იქნება შემდეგი:"გაქარწყლებული ან/და მოხსნილი ნასამართლობის შესახებ ცნობა"


ცნობის ასაღებად, მომსახურების სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტებია:

• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

• საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.


3 სამუშაო დღეში ცნობის გაცემის საფასური: 30 ლარი.

1 სამუშაო დღეში: 50 ლარი.


• იმ შემთხვევაში,თუ ცნობა გაიცემა მესამე პირზე - საჭიროა აღნიშნულმა პირმა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, დაინტერესებული პირის მიერ გაცემული წერილობითი თანხმობა, ან მინდობილობა.

16 views0 comments

Comments


bottom of page